ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება

A-/A+

ჭიათურის 24- საათიანი წყალმომარაგებისთვის, თანამედროვე  და ახალი სისტემის მშენებლობა, უახლოეს პერიოდში დაიწყება.  პროექტს, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი 38 მილიონ ლარამდე  აფინანსებს,  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს. 

რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ჭიათურაში წყალმომარაგების პრობლემებს,  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან გიორგი კობერიძესთან ერთად გაეცნო. 
ქალაქში არსებული, ცენტრალური სატუმბი სადგური წლებია რეაბილიტაციას საჭიროებდა. მოძველებული და ამორტიზებული წყლის ინფრასტრუქტურის გამო, ჭიათურას წყალი პერიოდულად, შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. 
სამუშაოები ითვალისწინებს,  სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მშენებლობას, მოეწყობა ჭაბურღილები და მაგისტრალური ქსელები. 

პროექტი 2019 წელს დასრულდება, რომლის შემდეგ ჭიათურის მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. 

30.10.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია