„ევროსაბჭო გააგრძელებს ჩვენი რეფორმებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ მხარდაჭერას“

A-/A+

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 7 ნოემბერს, ქალაქ სტრასბურგში შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან ანდერს კნაპესთან და გენერალურ მდივანთან ანდრეას კიფერთან. 
შეხვედრაზე ისაუბრეს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ უაღრესად დადებითი ანგარიშის და კონგრესის რეკომენდაციების შესახებ. მაია ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა კონგრესს გაწეული შრომისთვის, წლების განმავლობაში საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებისთვის და იმ სამართლიანი და დადებითი შფასებისთვის, რომელიც კონგრესის მონიტორინგის ჯგუფმა გააკეთა 2018 წლის აპრილში ვიზიტის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში. 
„ზოგადად, ძალიან პოზიტიური დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ, ძალიან მაღალი ინტერესია ჩვენი რეფორმების მიმართ. ჩვენ დღესაც გვქონდა საუბარი კონგრესის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან იმ  პრობლემებზე რომლებიც ოკუპირებულ და გამყოფი ხაზის მიმდებარე ტეროტირუებზეც არის. ჩვენ მუდმივათ ვიღებთ  პოლიტიკური მხარდაჭერას ამ საკითხებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონგრესის პრეზიდენტმა, რომელიც გუშინ იყო არჩეული დაგვიდასტურა, რომ  ევროსაბჭო გააგრძელებს ჩვენი რეფორმების და ოკუპირებული ტერპრიერების მიმართ საქართველოს მხარდაჭერას,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 7 ნოემბერს, ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 35-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. 

08.11.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია