2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა

A-/A+
​№1215 2014 წლის 9 ივლისი ქ. თბილისი
2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის
დამტკიცების თაობაზე
 
„2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის მომზადების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 სექტემბრის №1315 განკარგულების მე-4 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს:


 

1. 2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა (შემდგომში - პროგრამა) (დანართი #1).

2. 2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის სახელმძღვანელო ფორმა, პროგრამის მონიტორინგის ხელშეწყობისთვის (დანართი #2).

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყონ ამ განკარგულებით დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად, დაგეგმილი პროგრამული ღონისძიებების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში.

4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტში აღნიშნულმა სამინისტროებმა, ამ განკარგულებით დამტკიცებული #2 დანართის შესაბამისად, პროგრამის პრიორიტეტებისა და პროგრამული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანი მონიტორინგისთვის, უზრუნველყონ ინფორმაციის წარდგენა, „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის#172 დადგენილებით შექმნილი, საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიისათვის, პირველადი - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე, ხოლო დაზუსტებული - არა უგვიანეს მიმდინარე და ყოველი შემდეგი წლის 30 დეკემბრამდე.

5. ამ განკარგულების მე-4 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.  

 

პრემიერ-მინისტრი,  

ირაკლი ღარიბაშვილი

02.12.2016
2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა პროგრამის მონიტორინგის გეგმა (მეთოდოლოგია) ღონისძიებათა დეტალური ცხრილი 2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის მონიტორინგის ხელშეწყობისთვის რეგიონული განვითარების პროგრამის წლიური კონსოლიდირებული ანგარიში 2016 წელი „2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის“ განხორციელების 6 თვის კონსოლიდირებული ანგარიში - 2016 2015-2017 წლების რეგიონული განვითარების პროგრამის განხორციელების წლიური ანგარიში - 2015 2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის განხორციელების 6 თვის კონსოლიდირებული ანგარიში - 2015 2015-2017 წლების რეგიონული განვითარების პროგრამის შუალედური შეფასება (განახლებული) 2015-2017 წლების რეგიონული განვითარების პროგრამის შუალედური შეფასება რეგიონული უთანსწორობების ანალიზი რეგიონული სტატისტიკის მიმოხილვის ანგარიში (განახლებული) რეგიონული სტატისტიკის მიმოხილვის ანგარიში

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია