2020 წლამდე საქართველოში 2 500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებს სამინისტროს საქმიანობის ანგარიში და სამოქმედო გეგმაზე მოცულობითი ინფორმაცია წარუდგინა. 
მინისტრმა დეტალურად ისაუბრა შესრულებულ სამუშაოებსა და 2017-2020 წლებში დაგეგმილ მასშტაბურ და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  პროექტებზე. 
ანგარიშის წარდგენინას ზურაბ ალავიძემ მიმოიხილა უმნიშვნელოვანესი პროექტები გზების, წყალმომარაგების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიური, გარემოს დაცვის მიმართულებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა პროექტის განხორციელება რეგიონებში არსებული შესაძლებლობების რეალიზებას, მოსახლეობის კეთილდღეობასა და ქვეყნის სწრაფ განვითარებას უკავშირდება. 
,, 2020 წლამდე საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 2 500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. დაგეგმილია 1000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დამატებით ნახევარ მილიონამდე ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით, აშენდება შვიდი ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 120- ზე მეტ საზოგადოებრივ-კულტურული დანიშნულების ობიექტს. აღნიშნული პროექტების განხორციელება  შექმნის  40 000 სამუშაო ადგილს’’- განაცხადა ზურაბ ალავიძემ. 
გამოსვლის დასასრულს მინისტრმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა

01.05.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია