მთის კანონი

საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

სახელმწიფოს მიერ მაღალმთიანი რეგიონების მიმართ განხორციელებული პოლიტიკა არის ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილი და მიმართულია საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისაკენ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისაკენ.

30.11.2016
მეტი...

ხშირად დასმული შეკითხვები

·   რა უნდა მოიმოქმედოს 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებმა პირმა სტატუსის მისაღებად?

სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავსშესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;  

30.11.2016
მეტი...

როგორ მოვიპოვოთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი

იმისთვის, რომ ისარგებლოთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით განსაზღვრული შეღავათებით, აუცილებელია გქონდეთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

სტატუსის მინიჭებისთვის ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს. 

განცხადებას უნდა დაერთოს:

 

30.11.2016
მეტი...

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას 99 დასახლება დაემატა

საქართველოს მთავრობამ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ​​99 დასახლების დამატების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 2016 წლის 24 მაისს გამართულ სხდომაზე, მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ იმსჯელა მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ​​დამატებით 99 დასახლების (38 000 მაცხოვრებლის) შეტანასთან დაკავშირებით დაშუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავრობას აღნიშნული დასახლებების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ​​დამატების შესახებ.

30.11.2016
მეტი...

​„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები

  • ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან; მეწარმე პირი მაღალმთიანი  დასახლების საწარმოს სტატუსით თავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადებისგან (საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული პირობებით), ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან;
  • პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისთვის 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად არანაკლებ 100 ლარი, მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის  - 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარი.
29.11.2016
მეტი...

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხა

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 1582 დასახლებას მაღამთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. დასახლებათა ნუსხა, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წარდგინებით, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავრობამდაამტკიცა. სხდომას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ესწრებოდა.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დასახლების ნუსხაში შეტანიდან 10 წლის განმავლობაში არ გადაიხედება.

10.01.2016
მეტი...