სიახლეები

შეხვედრა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან

,,ჩვენს უმთავრეს ამოცანას მშენებლობის ხარისხის ზრდა წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას. პროექტების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვნად ვეხმარებით ადგილობრივი სამშენებლო ბიზნესის განვითარებას, ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და  წარმოების წახალისებას, რადგან მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ ადგილობრივი წარმოების პროდუქტი და სამშენებლო ბიზნესის რესურსი’’-განაცხადა ზურაბ ალავიძემ. 

02.11.2017
მეტი...

ზურაბ ალავიძემ ქართულ-ესტონური თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა

,,აღსანიშნავია ის წარმატებული თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით განვავითარეთ. მიმდინარე წელს საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა  არის გაზრდილი. ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება საინვესტიციო კუთხით და ტურიზმის მიმართულებით’’-განაცხადა ზურაბ ალავიძემ. 
01.11.2017
მეტი...

საჩხერეში პირველი ძალოსნობის დარბაზი შენდება

საჩხერეში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ძალოსნობის დარბაზი შენდება. ნოემბრიდან ადგილობრივი სპორტსმენები ახალ შენობაში შეძლებენ ვარჯიშს. 
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად გაეცნო. 
დღემდე, სპორტსმენებს  დარბაზის არარსებობის გამო, ვარჯიში  სხვადასხვა შენობაში უწევდათ. სპორტული დარბაზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და ამ დორისთვის შენობის მოპირკეთება მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 700 000 ლარამდეა გამოყოფილი. 

31.10.2017
მეტი...

ზურაბ ალავიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას განავითარებს

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის იქნება გარღვევა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა. 
მინისტრის თქმით,  აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთი ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად წინ წაიყვანს.

30.10.2017
მეტი...

ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება

ჭიათურის 24- საათიანი წყალმომარაგებისთვის, თანამედროვე  და ახალი სისტემის მშენებლობა, უახლოეს პერიოდში დაიწყება.  პროექტს, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი 38 მილიონ ლარამდე  აფინანსებს,  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს. 

30.10.2017
მეტი...

KFW - ის გრანტით ტურისტული და კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი მომზადდება

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW) საქართველოს, გრანტის სახით, 1 650 000 ევროს გამოუყოფს. ეს თანხა მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში ტურისტული და კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის მომზადებაზე დაიხარჯება. 
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენლებმა

27.10.2017
მეტი...

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

სამუშაოები 2019 წლის მარტში დასრულდება, რის შემდეგაც საჩხერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

26.10.2017
მეტი...

ზურაბ ალავიძემ ჭიათურა-სკინდორის 6 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაათვალიერა

რეგიონების მასშტაბით შიდა გზების რეაბილიტაცია გრძელდება.  ათეული წლების განმავლობაში დაზიანებული გზების აღდგენა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.  
ამჯერად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე  იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ჭიათურა-სკინდორის დამაკავშირებელი  6 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაათვალიერა. 
აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. კეთდება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის გზა და გრუნტის სანიაღვრეები. 

25.10.2017
მეტი...

ხერთვისის ციხესიმაგრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

მომავალი წლიდან  ხერთვისის ციხესიმაგრის დამთვალიერებლებს კომპლექსის მიმდებარედ ახალი ტურისტული  ინფრასტრუქტურა დახვდებათ. 

უკვე შესრულებული სამუშაოების ხარისხი ადგილზე შეამოწმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ. მინისტრი პროექტების მიმდინარეობის პროცესს რეგიონებში სისტემატურად განაგრძობს. 

24.10.2017
მეტი...

ზურაბ ალავიძემ საჩხერეში ახალი სამუსიკო-სამხატვრო სკოლა გახსნა

საჩხერელებს დღეიდან ახალი სამუსიკო-სამხატვრო სკოლა და საბავშვო ბიბლიოთეკა  მოემსახურება. სკოლა 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს, სადაც იფუნქციონირებს ცეკვისა და ფოლკლორის ანსამბლები და სხვადასხვა სახელოვნებო ჯგუფი.

ახალი სკოლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად გახსნა.

აღსაზრდელებმა სკოლის გახსნა საზეიმოდ აღნიშნეს. შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური  ნომერი, პარალელურად მოეწყო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. 

23.10.2017
მეტი...

Pages