სიახლეები

ევროკავშირის ელჩი სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპით კმაყოფილი დარჩა

​რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს.

02.07.2016
მეტი...

სამტრედიაში სტიქიისგან დაზიანებული ხიდი გაიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისმინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, იმერეთისსახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთანერთად სამტრედიის მუნიციპალიტეტში ორი სოფლისდამაკავშირებელი, განახლებული ხიდი გახსნა.

ხიდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის  სოფლებს, ტოლებსა დაბუღნარას  აკავშირებს. ძველი არსებული ხიდი 2014 წელსწყალდიდობის შედეგად დაზიანდა. განახლებული ხიდით კი ორისოფლის 900-მდე მოსახლე ისარგებლებს. მნიშვნელოვანია, რომ ხიდი უმოკლესი დამაკავშირებელიაჩოხატაურის მუნიციპალიტეტთანაც.

01.07.2016
მეტი...

დარიალის ხეობაში გზის აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

დარიალის ხეობაში, გზის აღდგენის მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნენ. 

ამ დროისთვის მიმდინარეობს სავალი გზის აღდგენის სამუშაოები.მობილიზებულია 40-მდე ერთეული ტექნიკა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ და  საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ.

30.06.2016
მეტი...

მდინარე თერგი ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდა

დარიალის ხეობაში ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, მდინარე თერგი კალაპალოტს დაუბრუნდა და  გზისაღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე კოორდინაციას უწევენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე.

29.06.2016
მეტი...

დარიალის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, დარიალის ხეობაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.  

სტიქიის ზონაში, სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დარიალის ხეობაშიმობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა; აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები თერგის ბუნებრივ კალაპოტში დასაბრუნებლად და უშუალოდ გზის აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად. 

27.06.2016
მეტი...

თბილისში 320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ლისის ტბისფერდობზე, 320 ადგილიანი, თანამედროვე, სტუდენტური საერთოსაცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა. დღეს, ახლადაშენებული კომპლექსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერეს.

24.06.2016
მეტი...

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო სამსახურებში აქტიურად დასაქმდებიან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა მონაწილეობა მიიღო პროექტის  - „თვითმმართველობის სკოლა ქვემო ქართლის სტუდენტებისათვის“ შედეგების საპრეზენტაციო ღონისძიებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასიის“ ორგანიზებით გაიმართა.

აღნიშნული პროექტი ადგილობრივ თვითმმართველობაში ეთნიკური უმცირესობების ჩართვისა და მათი დასაქმების სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით განხორციელდა. მასში საჯარო სამსახურში დასაქმების  მსურველმა 60-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთანაგან 50 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია.

22.06.2016
მეტი...

აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობა გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, პირველ მოადგილესთან  ილია დარჩიაშვილთან და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად აზიის განვითარების ბანკის (ADB) ხელმძღვანელ პირებს  შეხვდა.  საუბარი შეეხო მნიშვნელოვან მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორც  საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების,  ასევე, წყლისა და წყალანირების სისტემებს მშენებლობის სფეროში.

15.06.2016
მეტი...

წყნეთი-ბეთანიის გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

2015 წლის 13 ივნისის სტიქიიდან 1 წლისთავზე,  წყნეთი-ბეთანიის  გზისდაზიანებული ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიურიკვლევა, რომელიც  საქართველოს რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და კოორდინაციით მიმდინარეობდა, დასრულებულია. სტიქიის მიერ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის პროექტებზე მუშაობა დაწყებულია.    კვლევისპროცესში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)მხარდაჭერით, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამერიკელი ექსპერტები.მათ გეოლოგიური სამუშაოები, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, უახლესი ტექნოლოგიით განახორციელეს.

13.06.2016
მეტი...

ქუთაისში თვითმმართველ ქალაქებს შორის ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

ქუთაისში საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით კონფერენცია ,,საქართველოს ქალაქები - ქვეყნის განვითარების მამოძრავებლები"გაიმართა. კონფერენციაზე თვითმმართველ ქალაქებს შორის ეკონომიკურ საკითხებში  თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.  

13.06.2016
მეტი...

Pages