WB საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით დაფინანსების გაზრდას გეგმავს

A-/A+

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების პროექტების ხელმძღვანელს როზანა ნიტსა და დელეგაციის წევრებს შეხვდა. 
მხარეებმა რეგიონული განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო მომავალი წლის გეგმას. როზანა ნიტმა გამოთქვა მზადყოფნა მსოფლიო ბანკმა გაზარდოს დაფინანსება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მისი საქვეუწყებოებო დაწესებულებების პროექტების მართვის მიმართულებით.
მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა: აბასთუმანში ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და ისტორიული ხის სახლების რეაბილიტაცია, მცხეთის კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტი, დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლება, გელათის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია, მოწამეთას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობა, კაცხის სვეტთან კელიების და მომსახურების შენობის მშენებლობა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია და სხვა.        
 

14.12.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია