მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
2019 წლის პრიორიტეტები

2019 წლის პრიორიტეტები

ძებნა

განათლება

2019-2020 წლებში ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია ათეულობით სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა.

სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO)  და ევროპის საბჭოს ბანკის CEB (CEB) დაფინანსებით სკოლებში ენერგოეფექტური კომპონენტის გაძლიერება და სკოლების რეაბილიტაცია იგეგმება.

პროექტის მიზანია, საქართველოში საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის კუთხით ღონისძიებების განხორციელება, რაც გულისხმობს პროექტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ და საგანმანათლებლო შენობებში განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგვას. აღნიშნულ პროექტს აქვს მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი, რაც, ხელს უწყობს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის სტანდარტების გაუმჯობესებას და ენერგო დამოუკიდებლობის გაზრდას.

ბაღების მშენებლობა

გამართული ინფრასტრუქტურა და სუფთა გარემო ყველა ბავშვის აღზრდისთვის მნიშვნელოვანი პირობაა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება.

დღესაც კი არის სოფლები სადაც  ბაღები საერთოდ არ არსებობს და ბაღის აღსაზრდელებს მეზობელ სოფლებში უწევთ სიარული, რაც მოსახლეობისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ბაღების მშენებლობის დასრულების შემდეგ აღნიშნული პრობლემა სრულად მოგვარდება და ბაღის აღსაზრდელები საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბაღში ივლიან. ბაღები სრულა იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და გათვალიწინებული იქნება ენერგოეფექტურობის კომპონენტი.

ბაღების მშენებლობა ორ ნაწილად განხორციელდება. პირველი ნაწილი შედგება 50 ბავშვიანი  ბაღების მშენებლობისგან, რომელსაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს, ხოლო მეორე ნაწილი ითვალისწინებს 75-დან 200-მდე საბავშვო ბაღების მშენებლობას, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი განახორციელებს.