მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

სივრცითი მოწყობის ძირითადი ფუნქციები

გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტის - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“ (2015 წელი) კონტექსტში, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პოლიტიკის შემუშავება, მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და მართვა;

სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის  სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი, წინადადებებისა და პროექტების, მეთოდოლოგიისა და ინსტრუქციების მომზადება;

ქვეყნის ტერიტორიის სივრცის დაგეგმარების ორგანიზება და დასახლებული პუნქტების (ქალაქების, დაბების, სოფლების, კურორტებისა და სხვა ურბანული ტერიტორიების) მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობა; 

ქვეყნის, ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების სივრცის დაგეგმარების გეგმების, და დასახლებების ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების უზრუნველყოფა შესაბამის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის საფუძველზე, მათი დამუშავების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და რეალიზების კოორდინაცია;

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“-ს შესაბამისად, სტრატეგიული დოკუმენტების დამტკიცებამდე მათი სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება;

საერთაშორისო, სახელმწიფო და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა;

სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან თანამშრომლობა მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადებაში;

სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში  გენერალური გეგმების, განაშენიანების გეგმებისა და განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავების ორგანიზება და შეთანხმება;

ბაკურიანის, გუდაურის, ბახმაროს და ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიებზე შემოსული საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა სამშენებლო ნებართვის გაცემის I და II სტადიაზე;

დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოზე წარსადგენი პროექტების მომზადება;

სივრცითი მოწყობის დოკუმენტები