მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი

მინისტრი

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

მაია ცქიტიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს და არის ქვეყნის ვიცე-პრემიერი.

მაია ცქიტიშვილს აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება წამყვან პოზიციებზე, მათ შორის, სამშენებლო, უძრავი ქონების, ლოგისტიკის და საავიაციო  მიმართულებით.

საჯარო სექტორში მაია ცქიტიშვილმა 2012 წელს გადაინაცვლა. მას შემდეგ რაც დაინიშნა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რომელსაც  6 წლის განმავლობაში, 2012-2018 წლებში იკავებდა. 

1996 წელს მაია ცქიტიშვილმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.

1993-1994 წლებში სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე. 2002 წელს სწავლა განაგრძო კავკასიის ბიზნეს სკოლაში.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

მაია ცქიტიშვილი არის პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.