მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
სამინისტროს სისტემა სსიპ - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო

სსიპ - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო

ძებნა

სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო შეიქმნა მთავრობის 2017 წლის 23 მარტის დადგენილებით. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი უწყებაა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. 
 
სააგენტო ხელმძღვანელობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 11 ოქტომბრის #21/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულებით.

სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიზანია:

საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების (შემდგომში – საინვესტიციო ხელშეკრულება) მონიტორინგის განხორციელება.

საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უფლება-მოვალეობათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით მინიჭებული კომპეტენციის შესაბამისად, მათ შორის საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი ქმედებებისა და რეაგირების კოორდინაცია, საქართველოს კანონმდებლობისა და კომპეტენციის შესაბამისად. http://anakliadevelopment.com/