მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით წარმატებული მუნიციპალიტეტები გამოვლინდა

2 ივლისი 2019

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო ,,რუმსში“.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო მუნიციპალიტეტების 2019 წლის შეფასების შედეგები.

ღონისძიების შემდეგ გაიმართა იმ მუნიციპალიტეტების დაჯილდოება, რომლებმაც 2019 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მაღალი შედეგები აჩვენეს. საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი დასახელდა. ბათუმთან ერთად დაჯილდოვდნენ რუსთავის, ლაგოდეხის, ზუდიდის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ინდექსი კონსულტაციებისა ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა და ხორციელდება. პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფონდი ღია საზოგადოება საქართველო.