მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

„ასურეთის რეაბილიტაცია ეკონომიკური განვითარების საშუალებას გააჩენს“

30 ოქტომბერი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მუნიციპალური განვითრების ფონდის დირექტორთან და ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. 

სოფელ ასურეთის კომპლექსური რეაბილიტაცია 2016 წლიდან დაიწყო, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ, ჯამში, 6 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

გასულ წელს სოფელ ასურეთში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა დასრულდა, ამ ეტაპზე კი  ისტორიული სოფლის სარესტავრაციო კომპლექსური სამუშაო გრძელდება. შვაბების ქუჩაზე მე-19 საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ეკლესიის, საცხოვრებელი სახლებისა და სასაფლაოს პირვანდელი სახით აღდგენა მიმდინარეობს. 

„ქართულ-გერმანული ურთიერთობის, მეგობრობის ფარგლებში, უკვე რამდენიმე წელია მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ამ დასახლებამ უკვე შეიძინა თავისი ადგილი ტურისტულ მარშუტებში, განსაკუთრებით კი იმ ტურისტებს შორის, რომლებიც გერმანიიდან ჩამოდიან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები ასურეთს დაუბრუნებს არა მარტო სილამაზეს, არამედ ეკონომიკური განვითარების საშუალებას გააჩენს და კერძო სექტორის დაინტერესებასაც გამოიწვევს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.