მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

"დარწმუნებული ვარ აქ მოვლენ ახალგაზრდები და გაიზიარებენ ემოციებს ჩვენი უახლესი ისტორიიდან"

7 მაისი 2019

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატ გეგა შენგელიასთან და ფონდ „ქართუს“ დირექტორ ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად, ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამასახურდიას მემორიალური მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მაია ცქიტიშვილი იმ ეკლესიის პროექტს გაეცნო, რომლის აშენებაც მიმდებარედ იგეგმება.

„ძველ ხიბულაში მიმდინარე პროექტები არის იმის მაგალითი, თუ როგორ თანამშრომლობს ფონდი „ქართუ“ და სახელმწიფო. ბევრ სხვა პროექტთან ერთად, სასიხარულოა, რომ იგეგმება ეკლესიის, ერთიანი კომპლექსის აშენება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება პატივი მიაგონ ზვიად გამსახურდიას ხსოვნას. დარწმუნებული ვარ, აქ მოვლენ ჩვენი მოქალაქეები, ახალგაზრდები და გაიზიარებენ ემოციებსა და მოგონებებს უახლესი ისტორიიდან," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მუზეუმის გახსნას ადგილობრივებს „ქართული ოცნების“თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაპირდა. იგი ხიბულაში მარტის ბოლოს იმყოფებოდა. 

ასევე გადაწყდა, რომ მოწესრიგდება სოფლის ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთავარ და  შიდა გზებს, მოხდება ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა, აშენდება ახალი საბავშვო ბაღი.