მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ზუგდიდის გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

23 აგვისტო 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზუგდიდის ქალაქმშენებლობითი გეგმების პროექტის შემუშავებაზე კონკურსი გამოაცხადა. 

ზუგდიდი დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქია. იგი სულ უფრო მიმზიდველი ხდება ტურისტებისთვისაც, რაც აჩენს ახალ მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს, ააქტიურებს ეკონომიკურ საქმიანობებს და მშენებლობებს. ქალაქის ინფრასტრუქტურის ქაოტური, უსისტემო განვითარებისაგან დაცვის, ქალაქის მთავარი უბნებისა და ქუჩების არქიტექტურის და იერსახის  გაუმჯობესების, სატრანსპორტო ქსელისა და ინფრასტრუქტურის კომპლექსურად მოწესრიგების მიზნით, აუცილებელია შემუშავდეს ქალაქის ახალი ქალაქმშენებლობითი გეგმა. 

ახალი გენგეგმა ერთი მხრივ, შეუნარჩუნებს ქალაქს ისტორიულ ღირებულებასა და მნიშვნელობას და მეორე მხრივ, არ შეაფერხებს მის ბუნებრივ განვითარებას. 

ქალაქ ზუგდიდის გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი 20 აგვისტოს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 16 სექტემბერს დასრულდება და დაიწყება შერჩევის პროცესი. შესამუშავებელი გენგეგმის ღირებულება 450 ათას ლარს შეადგენს. 

გეგმების შემუშავება დასრულდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში.   

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე: 
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=315073&lang=ge