მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

სამინისტრომ 10 თვის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით 73%-ით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა

7 ნოემბერი 2019

2019 წლის 10 თვის შედეგებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებას 1 მილიარდ 480 მილიონ 100 ათასი ლარი მოახმარა. 

შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტი, 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, 74%-ით  აქვს შესრულებული.  

სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებების მიერ ბიუჯეტით მათთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრების  10 თვის ათვისება გადანაწილდა შემდეგნაირად: 

-საავტომობილო გზების დეპარტამენტი - 944 მილიონ 700 ათასი ლარი, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 73%-ია; 
-სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფოდნი - 281 მილიონ 500 ათასი ლარი, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 80%-ია; 
-შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 192 მილიონ 900 ათასი ლარი, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 77%-ია და 
- შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ – 14 მილიონ 400 ათასი ლარი, რაც წლიური დაზუსტებული გეგმის 76 %-ია.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამინისტრომ 626 მილიონი ლარით  ანუ 73%-ით მეტი ფინანსური რესურსი აითვისა.