მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ინფრასტრუქტურის სამინისტრო 150 სკოლის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს

11 სექტემბერი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, განათლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 150-მდე სკოლის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს. 

სულ, 2019-2020 წლებში, საქართველოს რეგიონებში აშენდება 63 ახალი სკოლა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 88 სკოლას. 

უკვე დაწყებულია 48 ახალი სკოლის პროექტირებისა და ზოგან მშენებლობის სამუშაოები, 83 სკოლის რეაბილიტაციის პროექტორების სამუშაოები და 2 სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები.  

რეგიონების სკოლებში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროგრამის დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას. ყველა სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.