მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მაღალი დონის პანელში მიიღებს მონაწილეობას

21 ოქტომბერი 2019

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, 22 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მესამე ფორუმის ფარგლებში გამართულ პირველ პანელში - „მაღალი დონის დიალოგი საერთო მომავლისთვის“.

პანელის მონაწილეები განიხილავენ რეგიონის ეკონომიკის ახალ არქიტექტურას, აბრეშუმის გზის ფარგლებში თანამშრომლობის საფუძვლებს, გლობალურ ფასეულობათა ჯაჭვში პატარა ეკონომიკების ინტეგრაციის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს და სხვა.  

პანელის მოდერატორი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი ნურიელ რუბინი იქნება, რომელიც ამავდროულად ნიუ-იორკის გლობალური მაკროეკონომიკური საკონსულტაციო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი და საერთაშორისო მაკროეკონომიკურ საკითხებზე არაერთი თეორიული, ემპირიული და პოლიტიკური ნაშრომის ავტორია. 

პანელში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავანიანი,  უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ელიორ განიევი და  აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შიქსინ ჩენი. 

22-23 ოქტომბერს თბილისში, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რიგით მე-3,,აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურება და მიზნად ისახავს სადისკუსიო პლატფორმის შექმნას, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

წელს ,,აბრეშუმის გზის ფორუმი" 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე მონაწილეს უმასპინძლებს, რომელთაც საშუალება ექნებათ განიხილონ ისეთი საკითხები, როგორიცაა გლობალური ეკონომიკის გამოწვევები, ხელოვნური ინტელექტის მზარდი როლი, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ენერგეტიკა, საინვესტიციო შესაძლებლობები თუ სხვა.