მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

22 ოქტომბერი 2019

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ვლადისლავ კრიკლიისთან გამართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერების, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურების და ერთობლივი პროექტების შესაძლებლობის საკითხები. ისაუბრეს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში განსახილველ ცალკეულ საკითხებზეც.  

ორი ქვეყნის მინისტრების შეხვედრას ესწრება საქართველოს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და უკრაინის დელეგაციის წევრები. 

22-23 ოქტომბერს თბილისი, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმს" მასპინძლობს, რომელშიც  60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურება, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.