მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

40-მდე ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა დაწყებულია

5 სექტემბერი 2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ რეგიონში პროექტების დაგეგმვა და დაფინასება ხდება რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოკვეთილი პირველად საჭიროებების გაანალიზების საფუძველზე. 

,,გამოიკვეთა, რომ პრაქტიკულად ყველა რეგიონში ძალიან მწვავედ დგას საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობის და მდგომარეობის საკითხი. სწორედ ამის გამო 2019 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით დავიწყეთ 40-მდე ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა. გარდა ამისა, რეგფონდის დაფინანსებით მუნიციპალიტეტები წელს დაასრულებენ 48 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და პარალელურად აქტიურად ვმუშაობთ დონორებთანაც დამატებითი დაფინანსების მოზიდვის მიზნით“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.