მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მზია გიორგობიანი შატილისა და როშკას მოსახლეობასთან შეხვედრებს დაესწრო

28 ივლისი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - შატილსა და როშკაში მოსახლოებასთან შეხვედრებს დაესწრო.

სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტსა და  ხევსურეთში მიკრო და მცირე გრანტების ახალ პროგრამაზე ისაუბრა, ხოლო  მზია გიორგობიანმა ხეობის მაცხოვრებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. 

დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს უშუალოდ მდინარე არღუნისა და არხოტის ხეობისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი:

როშკა-არხოტის უღელტეხილზე სოფელ ამღას საავტომობილო გზის მონაკვეთისა და სოფლების ახიელი-ჭიმღას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამუშაოები  გარკვეული შეფერხებებით ხორციელდებოდა, თუმცა, მოცემულ  ეტაპზე გაჭრილია 6 მეტრის სიგანის 28 კილომეტრიანი საავტომობილო გზა და განახლებულია სამუშაოები. სამშენებლო ობიექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე და სოფელ ამღაში მთავრდება. ახალი საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მოწყობა. 

ასევე, მიმდინარეობს ხადორის ხეობის, შატილისა და სნოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია. აღნიშნული გზის საერთო მანძილი თითქმის 237 კილომეტრია და მისი მშენებლობა 20-ზე მეტ მონაკვეთზე განხორციელდება.  ამჟამად, სამუშაოები 7 მონაკვეთზე მიმდინარეობს, რომლის საერთო სიგრძე 83 კილომეტრზე მეტია.  

დაიწყო სამი სოფლის - შატილის, ბარისახოს და მაღაროსკარის სკოლა-პანსიონების რეაბილიტაციის პროცესი. შატილსა და არხოტში რეგიონიდან განხაორციელებელი პროეტების ფონდის დაფინანსებით ამბულატორიები მშენებლობაც მიმდინარეობს.  

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ და ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უშუალოდ მოსახლოებისგან კიდევ ერთხელ მოისმინეს მათი საჭიროებები და მათთან ერთად განსაზღვრეს პირველ ყოვლისა გადასაჭრელი საკითხები.