მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

2019-2020 წლებში ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში 2440 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა

5 სექტემბერი 2019

2019-2020 წლებში 2440 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა. მათთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებელობაზე ჩვენი სამინისტრო ზრუნავს და სასიხარულოა, რომ 2019-2020 წლებში ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში 2440 ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.