მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წინარეხი და ქვათახევი ერთმანეთს განახლებული გზით დაუკავშირდება

6 მაისი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, წინარეხი-ქვათახევის 4.5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

შესრულებული სამუშაო მაია ცქიტიშვილმა ადგილზე დაათვალიერა.

ეს გზა ორ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს და ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის.

წინარეხი-ქვათახევის გზა ძლიერ დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტს გადაადგილება გრუნტოვანი გზით უწევდა. 

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში არსებული პრობლემები მოგვარდება და მოხდება  გზის სრული რეაბილიტაცია. გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 1 ხიდისა და ხელოვნური ნაგებობების, სანიაღვრე არხების მოწყობა. ასევე, მოეწყობა ავტოპავილიონები, საგზაო ნიშენები და ლითონის მრდუხაზოვანი ძელები, გაკეთდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, ბეტონის არხებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს.  

წინარეხი-ქვათახევის გზის რეაბილიტაცია, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის III პროექტის (SLRP III) ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და ხელშეკრულების მოქმედების ვადა მიმდინარე წლის აგვისტომდეა.