X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი

პრესცენტრი

ძებნა

აზიის განვითარების ბანკის ანტიკორუფციული ოფისის მისია საქართველოში იმყოფება

26 ივლისი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ეკა სეფაშვილი, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორთან, გიორგი კობერიძესთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის ანტიკორუფციული ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

ანტიკორუფციული ოფისის მისია საქართველოში 25 ივლისიდან 19 აგვისტომდე დარჩება და აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების შესყიდვებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას და თანხების გადარიცხვის საკითხებს შეისწავლის. ასევე, ინსპექტირება  ჩაუტარდება  მიმდინარე სამუშაოებსაც. 

მისიის ფარგლებში მომზადებული ანგარიში აზიის განვითარების ბანკის ვებ გვერდზე გამოქვეყნდება. 

მინისტრის მოადგილემ და კომპანიის ხელმძღვანელობამ მისიასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს. ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა მისიის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის  პროექტების გამჭვირვალედ და კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება პრიორიტეტული საკითხია.