X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი

პრესცენტრი

ძებნა

ფონიჭალა –გუგუთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

26 აგვისტო 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისმინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ, საერთაშორისომნიშვნელობის ფონიჭალა – მარნეული - გუგუთის საავტომობილოგზის  სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. აღნიშნული გზა ქვემოქართლის რეგიონსა და სომხეთის რესპუბლიკას თბილისთან უმოკლესიმანძილით აკავშირებს.

პროექტის  ფარგლებში, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებშიმდებარე საგზაო მონაკვეთები შეკეთდება (საერთო სიგრძით 15 კმ).  მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, საყრდენიკედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ასევე, ავტობუსისგასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები.  უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად დამონტაჟდებასაგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

დმანისის ტერიტორიის არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა აღნიშნული გზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა,რადგან სწორედ მისი საშუალებით შეუძლიათ ტურისტებს მნიშვნელოვან ისტორიულ ადგილებთან დაკავშირება. 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი  საერთო ღირებულება 19 მილიონ 78.2 ათასი ლარია.