X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი

პრესცენტრი

ძებნა

გამყოფი ხაზების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა ჩატარდა

27 სექტემბერი 2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თანათავმჯდომარეობით გამყოფი ხაზების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა ჩატარდა.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა  იმ პროექტების მნიშვნელობაზე, რომლებიც კომისიის მუშაობის ფარგლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2013 წლიდან განხორციელდა  გზების, წყალმომარაგების, განათლების დაფინანსების, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით. 

სამთავრობო კომისია აგრძელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობის საჭიროებების მოგვარებისთვის აქტიურ მუშაობას. იგეგმება მომდევნო სასწავლო წელს გაგრძელდეს აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება, ასევე აქტიურად მუშაობა მიწებზე წვდომის საკითხზე. 

კომისიის მუშაობაში სხვადასხვა სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.