X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი

პრესცენტრი

ძებნა

KFW - ის გრანტით ტურისტული და კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი მომზადდება

27 ოქტომბერი 2017

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW) საქართველოს, გრანტის სახით, 1 650 000 ევროს გამოუყოფს. ეს თანხა მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში ტურისტული და კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის მომზადებაზე დაიხარჯება. 
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენლებმა
გრანტის ფარგლებში მომზადდება კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კონცეფცია, ურბანული განვითარებისათვის არსებული მდგომარეობის მიმოხილვა,  დაგეგმილი საინვესტიციო ღონისძიებების სოციალური და გარემოზე ზემოქმედების შეფასება.