X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი

პრესცენტრი

ძებნა

კონფერენცია რეგიონული და ადგილობრივი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით

24 ოქტომბერი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა და  გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა  საქართველოში ნილ სკოტმა საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი განვითარების საკითხებთან დაკავშირებული  ორდღიანი კონფერენცია გახსნეს.

კონფერენციაზე 2015-16 წლების  მცირე გრანტების პროგრამის შედეგები შეაჯამეს. აღნიშნული გრანტების საშუალებით არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებმა  პროექტები სამოქალაქო ჩართულობის გაზრდისა და  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით განახორციელეს.  პროგრამა საქართველოს 6 რეგიონს - გურიას, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, ქვემო ქართლს, მცხეთა-მთიანეთსა და იმერთს მოიცავდა. 

პროგრამის განხორციელებაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, „სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა“ (სიდა) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP ) ერთად აქტიურად იყვნენვ ჩართული ,  სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADC).