X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი

პრესცენტრი

ძებნა

​„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები

29 ნოემბერი 2016
  • ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან; მეწარმე პირი მაღალმთიანი  დასახლების საწარმოს სტატუსით თავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადებისგან (საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული პირობებით), ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან;
  • პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისთვის 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად არანაკლებ 100 ლარი, მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის  - 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარი. ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისა და მრავალსექტორიანი საჯარო სკოლებისათვის,  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებზე ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით გაცემა. ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან;
  • ყოველთვიური დანამატი პენსიაზე არანაკლებ 20% და სოციალური პაკეტის 20%. ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან;
  • ზამთრის პერიოდში  გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის ღონისძიებები. ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან; 
  • საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%, პროფსასწავლებლებში - შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35%; სპეციალური პროგრამების მონაწილე მასწავლებლისათვის - შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50%. ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან;
  • დანამატი ექიმისათვის - სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით; ექთნისათვის - სახელმწიფო პენსიის ოდენობით. ამოქმედდება 2016 წლის  1 სექტემბრიდან;
  • ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე კერძო სამედიცინო დაწესებულებების პერსონალისთვის შეღავათების თაობაზე წინადადებების მომზადება 2017 წლის 1 იანვრამდე;