X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი

პრესცენტრი

ძებნა

მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" სატესტო რეჟიმში მუშაობის პროცესის შემოწმება

16 სექტემბერი 2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თბილისში ახალი 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა დაასრულა. სატესტო რეჟიმში მუშაობის პროცესი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გაგი ბუაძემ და აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტმა სტუდენტებთან ერთად შეამოწმეს.  
მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“   მშენებლობა,  აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 84 მლნ ლარია.
ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს არსებულ საცობებს საბურთალოს რაიონში, სადაც  ყოველდღიურად, საშუალოდ 220 000 ადამიანი სარგებლობს  მუნიციპალური ტრანსპორტით. მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ ამუშავება,  დღეში 15 000 -ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.
დედაქალაქში ახალი სადგურის მშენებლობა ურბანული ტრანსპორტის განვითარებას  შეუწყობს ხელს.