X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი

პრესცენტრი

ძებნა

რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი შენდება

30 სექტემბერი 2017

ქალაქ რუსთავს კიდევ ერთი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ექნება. მე-10 საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. შენობა დაზიანებული და ავარიული იყო. პროექტის შედეგად,  მოხდა არსებული შენობის დემონტაჟი  და ავარიული შენობის ადგილას,  ახალი ორსართულიანი ბაღი შენდება. 
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიგა ნემსაძესთან და რუსთავის მერთან დავით ჯიქიასთან ერთდ გაეცნო. 
საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზე და 180 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი, რომელიც აღიჭურვება გათბობით, ვენტილაციით, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემებით. ნოემბრიდან ბავშვები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში მიიღებენ. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე ფინანსდება. 
ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონში 5 საბავშვო ბაღი შენდება და 24 რეაბილიტაცია უტარდება, რომლისთვისაც ჯამში 4  მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.