X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი

პრესცენტრი

ძებნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიში

3 იანვარი 2021

ძირითადი მიღწევები:

აშენდა 70 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი, რეაბილიტირდა 580 კმ გზა

ქუთაისი, ზუგდიდი, ჭიათურა პირველად გადავიდა 24 საათიან წყალმომარაგებაზე

აშენდა:

20 ახალი სკოლა 1530 ბავშვისთვის, 17 საბავშვო ბაღი 1000-მდე ბავშვისთვის

გურჯაანისა და კასპის ინოვაციური ცენტრები

500 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინა ახალ აშენებულ კორპუსებში ზუგდიდსა და ფოთში

დასრულდა:

აბასთუმნის ისტორიული სახლების, ობსერვატორიის, საბაგირო გზის რეაბილიტაცია. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა. მცხეთის მუზეუმის მშენებლობა .თბილისის მზიურის პარკის რეაბილიტაცია. ასურეთში შვაბების ქუჩის სახლების და გერმანული ეკლესის რეაბილიტაცია

მიმდინარეობდა 6000 პროექტი, რომელშიც დასაქმებული იყო 31 000-მდე ადამიანი და 1300 კომპანია

ჩქაროსნული მაგისტრალები

2020 წელს სრულდება 70 კმ ჩქაროსნული გზის მშენებლობა:

ჯაპანა-ლანჩხუთის 16 კმ-იან მონაკვეთი. ხაშურის შემოვლით 13 კმ-იან მაგისტრალურ გზა. ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ზოლის 41 კმ-იანი მონაკვეთი. შედეგად, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო 1 საათით შემცირდება

მიმდინარეობდა მშენებლობა რიკოთის მაგისტრალური გზის ოთხივე მონაკვეთზე:

ჩუმათელეთი -ხევი, ხევი-უბისა, უბისა -შორაპანი, შორაპანი-არგვეთა

53 გვირაბიდან სამუშაოები მიმდინარეობს 39 გვირაბზე, უკვე გაიჭრა 5 გვირაბი, 96 ხიდიდან სამუშაოები მიმდინარეობს 53 ხიდზე

რიკოთის სამუშაოებზე დასაქმებულია 3311 ადამიანი. აქედან, 1988 - საქართველოს მოქალაქე

ქვეშეთი - კობის ჩქაროსნული გზაზე შენდება 9კმ გვირაბი და 13კმ ჩქარონსული გზა უკვე დამზადდა გვირაბის საბურღი 15მ დიამეტრის TBM მოწყობილობა

2020 წელს მიმდინარეობდა:

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, გრიგოლეთი - ქობულეთის გზის მშენებლობა, სამტრედია - გრიგოლეთის I და IV მონაკვეთების მშენებლობა, გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა

2021 დაიწყება:

თბილისი - საგარეჯოს ჩქარონსული მაგისტრალის მშენებლობა

 

ჩქაროსნული მაგისტრალების მშენბლობის ბიუჯეტი 37%-ით იზრდება

გზის რეაბილიტაცია

2020 წელს რეაბილიტირდა და შეკეთდა 580 კმ გზა

ახალქალაქი-ნინოწმინდა 25 კმ, ბოლნისი-გუგუთი 14 კმ, ხორნაბუჯი-ერისიმედი 21 კმ, წესი-ურავის 14 კმ, ძეძილეთი-გორდი-ნოღას 10 კმ, ცაგერი-ლენტეხის 28 კმ, ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას 15 კმ

მიმდინარეობდა:

ბათუმი-ხულოს 24 კმ გზის რეაბილიტაცია, ხულო - ზარზმას 5 კმ გზის რეაბილიტაცია

ბაღდათი-აბასთუმნის გზის მშენებლობა, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშრებელი გზის მშენებლობა,

ძეძილეთი-გორდი-ნოღას 10 კმ, ცაგერი-ლენტეხის 28 კმ, ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას 15 კმ

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ლენტეხი-უშგული-მესტიის 51 კმ გზის რეაბილიტაცია, ნაფეტვრები ქვემო წყლულეთის გზის რეკონსტრუქცია

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის მშენებლობა

მუნიციპალური გზები:

ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს:

ქუთაისში, ზუგდიდში და ფოთში დაგეგმილი 113 ქუჩის რეაბილიტაცია, აქედან, უკვე დასრულდა 40 ქუჩის რეაბილიტაცია, სულ, დაგეგმილია 200 კმ-ზე მეტი მუნიციპალური გზის რეაბილიტაცია

რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2020 წელს 267 მილიონი ლარის 761 მუნიციპალური და სოფლის გზის პროექტი განხორციელდა

წყალმომარაგება

2020 წელს განხორციელდა 205 მლნ ლარის ღირებულების წყალმომარაგებისა და წყალარინების 28 პროექტი

მოეწყო 614 კმ. წყალმომარაგების და 30 კმ წყალარინების ქსელები, აშენდა 13 რეზერვუარი

24 საათიანი გამართული წყალმომარაგებით პირველად სარგებლობენ ქუთაისი, ზუგდიდი, ჭიათურა

დასრულდა წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის, სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაციის პროექტები:

დაბა აგარაში, დაბა ადიგენში, დაბა აბასთუმანში, დაბა ლაითურში, ანასეულში,წყალტუბოში, თელავში

2020 წელს დასრულებული პროექტების შედეგად, გაუმჯობესდა 322 ათასზე მეტი ადამიანის წყლით მომარაგება

 

2020 წელს მიმდინარეობდა და 2021 წელს დასრულდება წყალმომარაგების სისტემების სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია შემდეგ დასახლებეში:

ოზურგეთი, ტყიბული, თელავი, ვალე, ჯვარი, ბახვი -ვაკიჯვარი, გარდაბანი, მარნეული საგარეჯო

2021 წელს დასრულდება გამწმენდი ნაგებობები და განახლდება წყალარინების ქსელები შემდეგ დასახლებებში:

მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, ზუგდიდი, ფოთი

მიმდინარობს და 2021 წელს დასრულდება შიდა ქართლსა და იმერეთში გამყოფი ხაზის პირა სოფლებში წყალმომარაგების პროექტები, რის შედეგადაც 26 სოფლის, 20 ათასამდე მოსახლე 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

2020 წელს წყალმომარაგებისა და წყალარინების მნიშვნელოვანი პროექტები დაიწყო ტურისტულ დასახლებებში: ბაკურიანში, გუდაურში, აბასთუმანში, წყალტუბოსა და ბახმაროში

ბაკურიანსა და გუდაურში გაძლიერდა და განახლდა წყალმომარაგების სიტემები

გუდაურში დასრულდა ხელოვნური გათოვლიანების ტბის მოწყობა და წყლით შევსება

2021 წელს დამატებით დაიწყება წყალმომარაგება/წყალარინების 52 პროექტი

გაფორმებულია ხელშეკრულებები წყალმომარაგების, წყალანირებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის პროექტებზე შემდეგ დასახლებებში

თელავი, ხაშური, სამტრედია, ვანი, სენაკი, ბაღდათი, სტეფანწმინდა, კუმისი, დაბა, მანგლისი

მანავი, მატანი, ანაგა, ბოდბისხევი, ხიბულა

ტბისი, ასურეთი, ზესტაფონი, წეროვანი, პატარძეული, თეთრიწყარო, ბაკურციხე, კასპი,

ქარელი, ორნაბუჯი, ბულაჩაური

ურბანული განახლება

აბასთუმნის ახალი ტიპის კურორტად ჩამოყალიბების მიზნით, რეაბილიტირდა:

აბასთუმნის 18 ისტორიული სახლი, ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზა, შემუშავდა აბასთუმნის გენგეგმაპროექტების ჯამური ინვესტიცია 80 მლნ ლარია (მსოფლიო ბანკი WB)

ბაკურიანის ურბანული განახლების მიზნით, დასრულდა 70 მილიონი ლარის 8 პროექტი:

რეაბილიტირდა ანდეზიტი-ციხისჯვრის გზა, აშენდა ბაკურიანის შემოვლითი გზა

გაფართოვდა მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი 3 კილომეტრამდე გზა და დიდველის პარკინგი

აშენდა პოლიციის ახალი შენობა, დასრულდა ბაკურიანის წრიული გზის და განათების მოწყობა

შემუშავდება სატრანსპორტო და საფეხმავლო მოძრაობის გეგმა, დაბის ცენტრალური ნაწილის განახლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის, ცენტრალური სატრანსპორტო სადგურის და ავტოსადგომების პროექტები.

უკვე ჩამოსულია 10 ერთეული ავტობუსი და 4 სპეცტექნიკა

ტურისტული ინფრასტრუქტურა

აშენდა ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, აშენდა მცხეთის მუზეუმი, რეაბილიტირდა თბილისის მზიურის პარკი, რესტავრაცია ჩაუტარდა ასურეთში შვაბების ქუჩის სახლებს, გერმანული ეკლესიასა და სასაფლაოს

ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო:

კაცხის სვეტთან, გელათთან, მოწამეთასთან, ატენის სიონთან, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერთან, დასრულდა ქობულეთის, ბათუმისა და ურეკის (I ფაზა) სანაპიროს დაცვისა და ბულვარის, რეაბილიტაციის სამუშაოებისანაპირო ზოლები

განათლების ინფრასტრუქტურა

აშენდა 20 ახალი სკოლა 1530 ბავშვისთვის, დაიწყო და 2021 წელს დასრულდება 41 სკოლის მშენებლობა 7020 ბავშვისთვის, დაიწყო 100 სკოლის რეაბილიტაცია, 704 სკოლაში მოეწყო სველი წერტილები, შეიცვალა სახურავები და კარ-ფანჯარა, ინოვაციური ცენტრები აშენდა გურჯაანსა და კასპში, დასრულდა 17 ბაღის მშენებლობა 1000-მდე ბავშვისთვის, დაიწყო 31 საბავშვო ბაღის მშენებლობა 1700 ბენეფიციარისათვის, დაიწყო და 2021 წელს დასრულდება 14 ახალი ბაღის მშენებლობა, დასრულდა 5 ბაღის რეაბილიტაცია

პროგრამის ჯამური ინვესტიცია 70 მლნ ლარია.

სპორტული ინფრასტრუქტურა

დასრულდა ფოთის სტადიონის რეაბილიტაციისა და ფოთის სპორტ-კომპლექსის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები

გრძელდება სტადიონების მშენებლობა:

ზუგდიდში, ხაშურში, მარნეულში

დაგეგმილია:

ქუთაისის ოლიმპიური აუზის და რუსთავისა და ზუგდიდის სპორტ-კომპლექსების მშენებლობა

რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 85 მლნ ლარი გამოიყო

რეგიონული განვითარება

ევროკავშირის და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით დაიწყო საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა (ჯამური ინვესტიციით 63 მლნ ევრო)

პროგრამა მოიცავს კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს

დაფინანსდა ბიზნესის ხელშეწყობის 11 პროექტი - 5მლნ ₾

2021 წელს დამატებით 30მლნ ₾ პროექტები განხორციელდება

აზიის განვითარების ბანკის „ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში, მომზადდა თელავის, ზუგდიდის, ველისციხის, მესტიისა და უშგულის ურბანული განვითარების პროექტები

მთის განვითარება

მთის სტატუსით სარგებლობს 1 797 დასახლება, მთაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსით სარგებლობს - 256 441 ადამიანი, მთის კანონის ამოქმედებიდან დღემდე სულ გაიცა 294 მილიონი ლარის სოციალური დახმარება და დანამატი, საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს - 429 საწარმო

მთის ფონდისთვის ჯამში გამოყოფილია - 106მლნ

მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან დაფინანსდა 8.5 მილიონი ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ შორის: აშენდა შატილის სკოლა-პანსიონატი, მზის პანელები დაუმონტაჟდა 16 მუნიციპალიტეტის 87 სოფლის 207 ოჯახს, დასრულდა ფშავხევსურეთის ინტერნეტიზაცია - 500-ზე მეტი ოჯახისთვის

სივრცითი მოწყობა

შემუშავდა თელავის, სურამის და ზუგდიდის ქალაქთმშენებლობითი გეგმები, მუშავდება სტეფანწმინდის, გრიგოლეთის, მცხეთის გენგეგმები, მუშავდება ქუთაისისა და წყალტუბოს გენგეგმის კოცეფციები, დაწყებულია სიღნაღისა და მარნეულის სატრანსპორტო სქემის შემუშავება

ნარჩენების მართვა

მოეწყო და რეაბილიტირდა მუნიციპალური ნაგავსაყრელები:

ლაგოდეხში, საგარეჯოში, დუშეთში

EBRD-ის მხარდაჭერით 6 ქალაქისთვის შესყიდულია 175 ავტობუსი

გორი (30), ზუგდიდი (25), რუსთავი (40), ქუთაისი (60), თელავი (10), ფოთი (10)

უკვე გადაცემულია 88 ავტობუსი

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი

დაფინანსდა 360 მილიონი ლარის ღირებულების 1 065 პროექტი

საგზაო ინფრასტრუქტურა და ხიდები - 71%, წყალმომარაგება - 9%, საბავშვო ბაღები - 4%, სპორტული ინფრასტრუქტურა - 3%, კულტურისა და დასვენების ობიექტები 3%

სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 40 მილიონი ლარით, 3140 სოფელში დაფინანსდა მოსახლეობის მიერ შერჩეული 4250 პროექტი

2020 წელს რეგფონდით დაფინანსებულ პროექტებში დასაქმებული იყო 16 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა

2019-2020 წლებში დევნილებისათვის 152.3 მილიონი ლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლები შენდება

დასრულდა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 620 დევნილი ოჯახისთვის მცხეთაში,ზუგდიდსა და წყალტუბოში, დაწყებულია და 2021 წელს დასრულდება საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ზუგდიდსა და წყალტუბოში 1020 ოჯახისათვის

კასპის, ქარელის, გორის, მცხეთის დევნილთა დასახლებაში მოეწყო 23 კმ შიდა გზები

სტიქია რაჭაში

დასრულდა პირველი ეტაპის სალიკვიდაციო სამუშაოები, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო და პრევენციული ღონისძიებები

ჯამური ღირებულება 50მლნ ₾-ზე მეტია

2020 წელს პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო სამინისტროს ბიუჯეტი 251 მლნ ლარით შემცირდა

ამის მიუხედავად გადაჭარბებით სრულდება 2020 წლის ბიუჯეტი

უკვე შესრულებულია - 101.4%

166 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

პანდემიის დროს არ შეჩერებულა არცერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი

დაზღვეულ იქნა სამშენებლო მასალებზე ლარის კურსით გამოწვეული ფასის ზრდა

2020 წელს მიმდინარეობდა:

6000-მდე პროექტი

1300 კონტრაქტორი კომპანია

31 000 ადამიანი