X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი

პრესცენტრი

ძებნა

წილკნის მოსახლეობას ნალექიან ამინდში გადაადგილების პრობლემა აღარ ექნება

25 აგვისტო 2016

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში იმყოფებოდნენ, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი 1300-მდე ადამიანი ცხოვრობს.  აღნიშნულ სოფელში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით შიდა საუბნო ქუჩების მოხრეშვითი სამუშაოები ჩატარდა. სოზარ სუბარი და ილია დარჩიაშვილი შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.  

წილკანში ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილი მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტიში, წვიმის დროს,  გზების სავალი ნაწილი  და მიმდებარე ტერიტორიები მთლიანად იტბორებოდა.  რის გამოც შეუძლებელი ხდებოდა როგორც ფეხით, ასევე ავტომობილით გადაადგილება. სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ დანიშნულების ადგილზე მისვლას სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო  სამსახურის მანქანებიც კი ვერ ახერხებდნენ.

ამ ეტაპზე სირთულეები აღმოფხვრილია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2, 5-კმ  სიგრძის გზას, რომელიც ექვს ქუჩას მოიცავს. გზის პარალელურად გაკეთდა სანიაღვრე ქსელი. პროექტის ღირებულება 160 000   ლარია. 

სამშენებლო სამუშაოები ობიექტზე 2016 წლის ივლისში დაიწყო და ერთ თვეში დასრულდა.