X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი

პრესცენტრი

ძებნა

უნგრეთი საქართველოს წყალმომარაგების პროექტებით დაინტერესდა

28 ივლისი 2016

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარჯავახიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პეტერ სიიარტოს და  უნგრეთის ელჩს საქართველოში შანდორ საბოს  შეხვდა.

ნოდარ ჯავახიშვილმა  სტუმრებს სამინისტროს საქმიანობის შესახებინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარეებმაშეხვედრაზე, ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივებიგანიხილეს. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრისაქართველოს ბაზრით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ უნგრული კომპანიები  ნელ-ნელა ფეხს იკიდებენქართულ ბაზარზე და მზად არიან ინვესტიციების გასახორციელებლად. სტუმრები  განსაკუთრებით წყალმომარაგების სფეროში გამოცხადებული და დაგეგმილი ტენდერებით დაინტერესდნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის  თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების სურვილი და მზადყოფნაგამოთქვეს.