სოფელ ბოდბისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

A-/A+

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოდბისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მოინახულა.
ქვეყნის მასშტაბით ათეულობით საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბოდბისხევში საბავშვო ბაღი ბოლო 40 წელია ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც სასწავლო პროცესი ფერხდებოდა. ამ დროისთვის ბაღი გამგეობის მიერ დაქირავებულ შენობაში ფუნქციონირებს. პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება და სოფელს ახალი, თანამედროვე სტანდარტების 75 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაღის შენობა ექნება. პროექტის ღირებულება 367 500 ლარია.

12.09.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია