X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი

2019 წელს, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარეში, სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა 19 მილიონ ლარს აჭარბებს. აქედან  1 მილონ ლარზე მეტი, წყლის ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებას ხმარდება. რეგიონში წყლის სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის 4 პროექტი მიმდინარებს. პროექტების დასრულების შემდეგ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის 3000-მდე მოსახლეს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები.

2019 წელს  საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს 10 მილიონი ლარი მოხმარდება (ამ თანხაში არ შედის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი, რომელსაც 2019 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეაბილიტაცია შეკეთების, ნაპირდაცვისა და სტიქიის პრევენციისთვის 371 500 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული).  მიმდინარე 23 პროექტის სრული ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია.

2019 წელს დასრულდება ჭრებალო - ნიკორწმინდის 26 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია. გზას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ტურისტული მარშრუტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის  დროის და საწვავის   დაზოგვის თვალსაზრისით. გზა  10 დასახლებას აკავშირებს ერთმანეთთან: ჭრებალო, ქვედა შავრა, ბაჯი, ღადიში, ტბეთი, პატარა ონი, ზედა შავრა, ნამანევი, ხონჭიორი და  ნიკორწმინდა.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში მიმდინარე წელს თითქმის 2 მილიონი ლარი მოხმარდება განათლების ინფრასტრუქტურას, რაც გულისხმობს სკოლების, ბაღების  და სხვადასხვა სპორტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას. წელს მიმდინარეობს 2 სკოლისა და 1 ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაცია უტარდება 2 ბაღს და 14 სპორტულ მოედანს. წელს მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 3 მილონი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ 230 მოზარდი კეთილმოწყობილ გარემოში მიიღებს განათლებას და დაკავდება სპორტით.

2019 წელს სრულდება ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის სამუშაოები, პროექტი მოიცავს  სოფლის ცენტრში არსებული შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ტაძრამდე მისასვლელი გზის მოწყობას.   სუვენირების მაღაზიისა და სკვერის მშენებლობას.   ჯამში, რეგიონში, 2019 წელს 2 მილონ ლარზე მეტი მოხმარდება ტურისტულ ინფრასტრუქტურას.

რეგიონებში მუდმივი განახლება ესაჭიროება მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის  დაახლოებით 4 მილონი ლარია გამოყოფილი
 

http://rls.gov.ge/