2019 წელს, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურის განვითარებას 93 მილონამდე ლარი მოხმარდება. აქედან 33 მილიონ ლარზე მეტი, წყლის ინფრასტრუქტურის სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი. რეგიონში წყლის სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის 13 პროექტი მიმდინარებს. პროექტების დასრულების შემდეგ სამცხე-ჯავახეთის 33 000- მდე მოსახლეს მოეხსნება წყალმომარაგების პრობლემები.
2019 წელს საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს თითქმის 33 მილიონი ლარი მოხმარდება. (ამ თანხაში არ შედის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი, რომელსაც 2019 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეაბილიტაცია შეკეთების, ნაპირდაცვისა და სტიქიის პრევენციისთვის 371 500 მლნ ლარი აქვს გათვალისწინებული) მიმდინარე 36 პროექტის სრული ღირებულება 37 მილიონ ლარზე მეტია.
სამცხე-ჯავახეთში, მიმდინარე წელს თითქმის, 5 მილიონი ლარი მოხმარდება განათლების ინფრასტრუქტურას, რაც გულისხმობს სკოლების, ბაღების და სხვადასხვა სპორტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას. წელს მიმდინარეობს 9 სკოლის, 1 ბაღისა და 1 სპორტული კომპლექსის მშენებლობა. რეაბილიტაცია უტარდება 2 სკოლას. წელს მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 25 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ 2600 მოზარდი ისარგებლებს კეთილმოწყობილი სკოლებითა და სპორტული მოედნებით.
რეგიონებში მუდმივი განახლება ესაჭიროება მუნიციპალურ და ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რომლისთვისაც წელს დაახლოებით 21 მილიონი ლარია გამოყოფილი.