2019 წელს, კახეთის მხარეში, სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაახლოებით 65 მილიონია გამოყოფილი. აქედან 13 მილიონ ლარზე მეტი, წყლის ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებას ხმარდება. რეგიონში წყლის სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის 22 პროექტი მიმდინარებს, რომელთა ჯამური ღირებულება 85 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. პროექტების დასრულების შემდეგ კახეთის 154 000 მოსახლეს მოეხსნება წყალმომარაგების პრობლემები და გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები.
2019 წელს საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს 33 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება (ამ თანხაში არ შედის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი, რომელსაც 2019 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეაბილიტაცია შეკეთების, ნაპირდაცვისა და სტიქიის პრევენციისთვის 371 500 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული).
კახეთში მიმდინარე წელს თითქმის 10 მილიონი ლარი მოხმარდება განათლების ინფრასტრუქტურას, რაც გულისხმობს სკოლების, ბაღების და სხვადასხვა სპორტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას. წელს მიმდინარეობს 7 სკოლის, 8 ბაღისა და 1 სპორტული კომპლექსის მშენებლობა. რეაბილიტაცია უტარდება 4 ბაღსა და 3 სპორტულ მოედანს. წელს მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 31 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულების შემდეგ 4900 მოზარდს შესაძლებლობა ექნება კეთილმოწყობილ გარემოში მიიღოს განათლება და დაკავდეს სპორტით.
რეგიონებში მუდმივი განახლება ესაჭიროება მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას 2019 წელს 8 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.