X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

სამეგრელო ზემო-სვანეთი

2019 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა 200 მილიონ ლარს აჭარბებს. აქედან  90 მილიონ ლარზე მეტი, წყლის ინფრასტრუქტურის გამართვას ხმარდება. რეგიონში წყლის სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის 19 პროექტი მიმდინარებს, რომელთა ჯამური ღირებულება 474 მილიონ ლარზე მეტია. პროექტების დასრულების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის 200 000- მდე მოსახლე წყალმომარაგების გამართული სისტემით ისარგებლებს და გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები. 

2019 წელს  საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს 35 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება (ამ თანხაში არ შედის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი, რომელსაც 2019 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეაბილიტაცია შეკეთების, ნაპირდაცვისა და სტიქიის პრევენციისთვის 371 500 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული).  მიმდინარე 75 პროექტის ჯამური ღირებულება 57 მილიონ ლარს აღწევს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში მიმდინარე წელს თითქმის 21 მლნ ლარი მოხმარდება განათლების ინფრასტრუქტურას, რაც გულისხმობს სკოლების, ბაღების  და სხვადასხვა სპორტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას. წელს მიმდინარეობს 8 სკოლის,  1 სპორტული კომპლექსისა და 1 სპორტული მოედნის მშენებლობა, რეაბილიტაცია უტარდება 3 სპორტულ კომპლექსსა და 2 ბაღს. წელს მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 71 მილიონ ლარამდეა. სამუშაოების დასრულების შემდეგ 1800 მოზარდი  კეთილმოწყობილი გარემოში მიიღებს განათლებას და დაკავდება სპორტით.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტული პოტენციალის გაფართოებას 2019 წელს 2 მილიონი ლარი მოხმარდება. 2019 წელს დასრულდება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის  სარეაბილიტაციო სამუშაოები და ბაღი შეძლებს დამთვალიერებლების მიღებას.

რეგიონებში მუდმივი განახლება ესაჭიროება მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას, რომლისთვისაც  წელს 54 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

http://szs.gov.ge/