2012 წელს,ახალ საკანონმდებლო ჩარჩოზე დაყრდნობით, შეიქმნა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია და მის მთავარ ამოცანად მომდევნო წლებში საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება განისაზღვრა.
კომპანიის 2014-2024 წლების სტრატეგია აღწერს მომდევნო 10 წლის განმავლობაში თუ როგორ შეიცვლება საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემა . ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის’’ მმართველობაში არსებულ 54 მუნიციპალურ ნაგავსაყრელს მომდევნო წლებში 8- 10 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების ქსელური სისტემა ჩაანაცვლებს. ახალი, რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელები საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონს მოემსახურება(ქ.თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა). http://waste.gov.ge/ka/