X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

იმერეთი

წელს იმერეთის რეგიონში, სახვადასხვა სახის,  ინფრასტრუქტურის განვითარებას 155 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

წყლის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილია დაახლოებით  49 მილიონ ლარამდე, შედეგად  231 000 ადამიანს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები და მოეხსნება წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები.

2019 წელს დასრულდება ქუთაისის წყალმომარაგების რეაბილიტაციის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებში მოეწყო სამი რეზერვუარი, საქლორატორო, სამი სატუმბო სადგური და სრულიად ახალი შიდა გამანაწილებელი და მაგისტრალური მილსადენი. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შედეგად ქუთაისის მაცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება და დამატებით 150 000-მდე ადგილობრივი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის წლის ბიუჯეტი 60 მილიონ ლარზე მეტია (ამ თანხაში არ შედის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი, რომელსაც 2019 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეაბილიტაცია შეკეთების, ნაპირდაცვისა და სტიქიის პრევენციისთვის 371 500 მილიონი  ლარი აქვს გათვალისწინებული)  და მიმდინარე პროექტების რაოდენობა 180-ს აღწევს.   

იმერეთში მიმდინარე წელს თითქმის 12 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება განათლების ინფრასტრუქტურას, რაც გულისხმობს სკოლების, ბაღების  და სხვადასხვა სპორტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას. წელს მიმდინარეობს 10 სკოლის, 9 ბაღისა და 1 სპორტული კომპლექსის მშენებლობა. რეაბილიტაცია უტარდება   სპორტულ მოედანს და 8 ბაღს.  წელს მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 43 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ 5000 მოზარდი კეთილმოწყობილ გარემოში მიიღებს განათლებას და დაკავდება სპორტით.

იმერეთის ტურისტული მიზიდულობის ცენტრებს, ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და გაფართოების თვალსაზრისით, განსაკუთრებული ადგილი უკავია. შესაბამისად,  ამ მიმართულებით,  რეგიონში, ჯამში, 40 მილიონ  ლარამდე ღირებულების პროექტები მიმდინარეობს. წლევანდელი ბიუჯეტი კი თითქმის 9 მილიონს აღწევს.   დაწყებულია ისეთი მნიშვნელოვანი კერების რეაბილიტაცია, რესტავრაცია და მიმდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, როგორიცაა -  კაცხის მონასტერი, მოწამეთა, გელათი და ა.შ.

2019 წელს დასრულდება ვანში, მიმდინარე მასშტაბური, კომპლექსური სამუშაოები, რომლებიც ითვალისწინებს მუზეუმის რეაბილიტაცია-მშენებლობას, სამარხების გადახურვის სამუშაოებს, მუზეუმის აღჭურვასა და მიმდებარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ჯამური ღირებულება 19 მილიონი ლარია.

რეგიონებში მუდმივი განახლება ესაჭიროება მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას, წელს ამ სამუშაოებს თითქმის 37 მილიონი ლარი მოხმარდება.
 

http://imereti.gov.ge/