X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ქვემო ქართლი

2019 წელს, ქვემო ქართლის მხარეში, სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა 85 მილიონ ლარს აღწევს. აქედან  21 მილიონ ლარზე მეტი, წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ხმარდება. რეგიონში წყლის სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის 12 პროექტი მიმდინარებს, რომელთა ჯამური ღირებულება 209 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. პროექტების დასრულების შემდეგ ქვემო ქართლის 121 000 მოსახლეს მოეხსნება წყალმომარაგების პრობლემები.

2019 წელს  საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს 35 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.  (ამ თანხაში არ შედის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი, რომელსაც 2019 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეაბილიტაცია შეკეთების, ნაპირდაცვისა და სტიქიის პრევენციისთვის 371 500 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული). 

ქვემო ქართლში, მიმდინარე წელს, 18 მილონ ლარზე მეტი მოხმარდება განათლების ინფრასტრუქტურას, რაც გულისხმობს სკოლების, ბაღების  და სხვადასხვა სპორტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას. მათ შორის, მიმდინარე წელს,  კასპში არსებულ სტადიონთან, სრულდება 480-ადამიანზე გათვალისწინებული ტრიბუნების მშენებლობისა და არსებული სპორტული სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია. ასევე,  წელს მიმდინარეობს 4 ბაღისა და  1 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 75 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულების შემდეგ 6700 მოზარდი კეთილმოწყობილ გარემოში მიიღებს განათლებას და დაკავდება სპორტით.

რეგიონებში მუდმივი განახლება ესაჭიროება მუნიციპალურ და ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რომლისთვისაც  წელს დაახლოებით 10 მილიონი ლარია გამოყოფილი.
 

http://kvemokartli.gov.ge/