X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებას, ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაში სახსრების ინვესტირებას, ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ფონდი ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორებიცაა: ქალაქების ურბანული განახლება, ტურისტული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ინფრასტრუქტურის მოწყობა, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია, სტიქიის პრევენციის მოზნით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მყარი ეკონომიკური  ბაზის შექმნა, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია, მიუსაფარი ცხოველებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, საბაგირო გზების მოწყობა, სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება, სახელმწიფო და კერძო სექტორის ინვესტიციების (PPI) მხარდამჭერი კომპონენტის გაძლიერება. http://mdf.org.ge/