2019 წელს, შიდა ქართლის მხარეში, სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა 64 მლნ ლარს აჭარბებს.აქედან 18 მილიონ ლარზე მეტი, წყლის ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებას ხმარდება. რეგიონში, წყლის სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის, 13 პროექტი მიმდინარებს, რომელთა ჯამური ღირებულება 34 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. პროექტების დასრულების შემდეგ შიდა ქართლის 46 000- ზე მეტ მოსახლეს მოეხსნება წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები.
2019 წელს საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს 24 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება (ამ თანხაში არ შედის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი, რომელსაც 2019 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეაბილიტაცია შეკეთების, ნაპირდაცვისა და სტიქიის პრევენციისთვის 371 500 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული).
განათლების ინფრასტრუქტურას, რაც გულისხმობს სკოლების, ბაღების და სხვადასხვა სპორტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, მიმდინარე წელს თითქმის 17 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. მიმდინარეობს 16 სკოლის, 6 ბაღისა და 1 სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რეაბილიტაცია უტარდება 1 სპორტულ მოედანსა და 1 ბაღს. წელს მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 75 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულების შემდეგ 3200 მოზარდი კეთილმოწყობილ გარემოში მიიღებს განათლებას და დაკავდება სპორტით.
რეგიონებში მუდმივი განახლება ესაჭიროება მუნიციპალურ და ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რომლისთვისაც წელს დაახლოებით 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.