X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მცხეთა - მთიანეთი

2019 წელს, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა 66 მილიონ ლარს აღწევს. აქედან 10 მილიონ  ლარზე მეტი, წყალმომარაგების პრობლემების მოგვარებას ხმარდება. რეგიონში წყლის სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის 19 პროექტი მიმდინარებს, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 75 მილიონი ლარია. პროექტების დასრულების შემდეგ მცხეთა-მთიანეთის 23 000 მოსახლე გამართული წყალმომარაგებით ისარგებლებს და საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება.

2019 წელს  საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს თითქმის 28 მილიონი ლარი მოხმარდება (ამ თანხაში არ შედის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი, რომელსაც 2019 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, რეაბილიტაცია შეკეთების, ნაპირდაცვისა და სტიქიის პრევენციისთვის 371 500 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული).  მიმდინარე 42 პროექტის სრული ღირებულება 45 მლნ ლარს აღწევს.

მცხეთა-მთიანეთში მიმდინარე წელს 1 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება განათლების ინფრასტრუქტურას, რაც გულისხმობს სკოლების, ბაღების  და სხვადასხვა სპორტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას. წელს მიმდინარეობს 4 სკოლისა და 3 ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაცია უტარდება 1 სპორტულ კომპლექსსა და 1 ბაღს. წელს მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 9 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ 7900 მოზარდი ისარგებლებს განათლებისა და სპორტის კეთილმოწყობილი  ინფრასტრუქტურით.

ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა რეგიონის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მცხეთა-მთიანეთის ტურისტულ ინფრასტრუქტურას  წელს თითქმის 8 მილიონი მოხმარდება. 

ერთ-ერთი განსაკუთრებულია    მცხეთის კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტი, რომელიც წელს დასრულდება. კინოთეატრის ძველ ნაგებობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. პროექტი შემუშავდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით და მუზეოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით.

რეგიონებში მუდმივი განახლება ესაჭიროება მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას, რომლისთვისაც  წელს 18 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
 

http://www.mtskheta-mtianeti.gov.ge/