ქუთაისი განახლებული ნიკეას ქუჩით ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს დაუკავშირდება

A-/A+

ქუთაისის ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის  შემაერთებელი გზის მშენებლობის, 4 კმ-იანი  მონაკვეთის სარეკონსტრუქციო  სამუშაოები დასრულების ფაზაშია.  პროექტის ფარგლებში 650  ადამიანია დასაქმებული.  
სამუშაოების მიმდინარეობას და შესრულების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე გაეცნო.  
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 17 მილიონ  ლარზე მეტია.    სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და  მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.    ახალი, კომფორტული და უსაფრთხო ევროსტანდარტების გზა მთავარი დამაკავშირებელი კვანძი გახდება ქუთაისთან. 

08.05.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია