წლის ბოლომდე ურეკი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი

A-/A+

ურეკში წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი წელს დასრულდება.
მშენებლობას ახორციელებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და დაფინანსებულია  აზიის განვითარების ბანკის მიერ. 
პროექტის ჯამური  ღირებულება 78 მლნ ლარზე მეტია, სამუშაოებზე დასაქმებულია  200 -ზე მეტი ადამიანი.
ურეკში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ,  ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, კანალიზაციის  ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის დასრულების შედეგად კი შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება.  

11.03.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია