მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

დებულება

საქართველოს მთავრობის
დადგენილება №385
2018 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების
დამტკიცების შესახებ


მუხლი 1


„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანდართული დებულება.


მუხლი 2


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის
27 დეკემბრის №594 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო)
არის საქართველოს კონსტიტუციის 812 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი
აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მისთვის მინდობილ სფეროში სახელმწიფო
მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს
საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო
ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
4. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით და/ან
კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არ
აქვს, გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, თუ
საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით
გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს