მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ილია ბეგიაშვილი

მინისტრის მოადგილე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი.

ილია ბეგიაშვილს გააჩნია საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც თვითმმართველ ორგანოებში, ასევე მთავრობის ადმინისტრაციაში: კარიერის ადრეულ ეტაპზე, მუშაობდა ქ. სიღნაღის გამგეობაში, გამგებლის მრჩევლის პოზიციაზე სამედიცინო საკითხებში, ხოლო მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე, იკავებდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და შემდეგ - ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.  
კერძო სექტორში მუშაობისას, იკავებდა მმართველ პოზიციებს დისტრიბუციის, სერვისის, ლოჯისტიკისა და შესყიდვების მიმართულებით სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციებში, მათ შორის - „თეგეტა მოტორსში“, „PSP ჯგუფსა“ და CU Pharma-ში. 
ბატონმა ბეგიაშვილმა დაამთავრა ქ. თბილისის ოჯახის ექიმის სამედიცინო ინსტიტუტი და მინიჭებული აქვს ექიმის კვალიფიკაცია.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ილია ბეგიაშვილი დაიბადა 1972 წლის 27 თებერვალს, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ-ანაგაში.